Tuesday, March 2, 2010

აგურისფერ სასახლეში


მდუმარე ტბასთან შავად შემოსილი ღამურები ვალს ცეკვავდნენ...

ჯადოქრები ღრუბლებიდან იყურებოდნენ, თვალდახუჭული ციკლოპებიც ცოცხებით ხელში ქვაფენილს ასუფთავებდნენ...

მინდორი განათებული გოგრებით იყო მორთული...

ფარდულებში ფრთები უკვე გასაყიდად იყო გამზადებული, ნიღბებიც აქვე იყიდებოდა...

აგურისფერ სასახლეში ჯეკი როიალთან იჯდა და უკრავდა მეწამული კარამელის მელოდიას...

წრუწუნები მონეტებით თამაშობდნენ...

დედოფალი მოჩუქურთმებულ დრაკონის ტყავის სავარძელზე იჯდა და გველის თვალებიდან იისფერ სხივებს ისვრიდა.

დაღამდა და ჯეკს ვოლანდიც ეწვია, შავ პაკეტში შეფუთული კანფეტები მიუტანა საჩუქრად, ჯეკმა სასახლეში შეიპატიჟა და გოგრის ნაყენი შესთავაზა...

ვოლანდი მდივანზე ჩამოჯდა, კვერთხი კედელზე მიაყუდა და გოგრის ნაყენი კატასტროფული სისწრაფით დალია.

დედოფალი კიბეებზე ჩამოსრიალდა და ხმამაღლა დაისისინა...

ჯეკმა სასახლის ჭიშკარი გააღო...

ვოლანდი და დედოფალი ვიწრო ქუჩაზე სასეირნოდ გავიდნენ, იქვე მდგომ ბავშვებს კალათაში ტკბილეული ჩაუყარეს და ცინიკური ღიმილით მიეალერსნენ, შემდეგ მიუახლოვდნენ ტბას სადაც ღამურები ვალსს ცეკვავდნენ, დედოფალი ტბაში შესრიალდა და გაუყვა ბილიკს, რომელიც ჰელოუინის ქალაქისაკენ მიდიოდა.
                                                                                              
                                                        /გიორგი ოდიშვილი/

ნახშიროჟანგის ბურთულები



ვიწრო ქუცაზე კლოუნები ჟანგბადის მწვანე ბურთულებით თამაშობდნენ , საფირონებიც მათთან ერთად აგუგუნებდნენ ვარდისფერ ოცნებას. დედამიწა კი თავისთვის ბრუნავდა, მის გარეთ მარსი ცეცხლოვან ცრემლებს ყრიდა. ღამურები ჭრელ სკაში მიფრინავდნენ, რათა შოკოლადის ვაშლები დაემზადებინათ.

სამეფო ტახტზე მოკლეფეხება წერო იჯდა და ნისკარტს ილესავდა, შემწვარ კატას ელოდებოდა საუზმეზე….

ღამურებს გული უცემდათ, ეშინოდათ დედოფალს მათთვის ბრჭყალები არ ჩამოერთმია.

დაღამდა…

მოვიდა დედოფალი, ხელში წითლად შეღებილი მაკრატელი ეჭირა, ღამურებს ფრთები ააწევინა და ერთი ხელის მოსმით ჩამოართვა ბჭყალები. მათ თვალები გაუყვითლდათ, ფრთები დაუწვრილდათ , სიკვდილის სუნი ეცათ და იქვე გაუქვავდათ სულები…

როგორც ამ სცენის მაყურებელმა მეც მოვიჭერი ფერადი ფრთები და მივუძღვენი ღმერთს, რომელსაც ოდესღაც ხელში ვეჭირე…
                                                                                              /გიორგი ოდიშვილი/

. . .



მოგაგონდება და მაინც იტირებ,
გული მარტოობას ბოლოს შეეჩვევა,
გონება უსწრებს ამ გულის ტკივილს,
ცაც ატირდება და ჩემთვის იტირებს.

ცხოვრება გაივლის და ბოლოს მიხვდები,
და გაგიჩნდება კვლავ ბევრი კითხვები,
მე აღარ ვიქნები, აღარც გიპასუხებ,
შენი ფიქრები ვეღარც მიმატოვებს.

და დროც გაივლის ჩემზე ძებნაში,
ვეღარ მიპოვი და კვლავ იწვიმებს
შენზე ვიფიქრებ, ეს გული ისევ ძგერს,
ამ ლექსის სტრიქონებს მე დღესაც შენთვის ვწერ...
                                                                                              /მირანდა გოგნაძე/

ოცნების ქარში


ქარმაც დაქროლა ეს ლოდინი დარჩა ლოდინად,
გაყინულ გულში სანთლით დადის ჩუმი ნიავი,
უიღბლო სიტყვები თავის წუხილს დასდევენ დარდად,
შენი სიტყვების მე გულუბრყვილო ბავშვივით მწამდა.

მე შენ გეტრფოდი შენ იყავი ჩემი ძღვის სივრცე,
შენი წუხილი მაფიქრებდა ამ ცხოვრებაზე,
ვერ ვხსნიდი რატომ რას  ხარობდი ყყველაზე მეტად,
ჩენს მეგობრებში შენი სახე მე მყავდა კერპად.

შენ დაგეძებდი, შენ გეძებდი მე ყველა ქალში,
შენი ფიქრებით მსურდა მეფიქრა ოცნების ქარში,
შენი სიტყვები დაჰქროდა დროში როგორც მზის სხივი,
მე ეხლაც მახსოვს ამის კითხვის დროს როგორც მიღიმი.

. . .

 თუ გულმა გულის ხმა ვერარ გაიგო,
თუ შენი სიტყვა მე არარ მესმის,
შენ არ იფიქრო რომ დარჩი მარტო,
აღარ იტირო შენ ეს არ გშვენის.

გახსოვდეს შენ, რომ არ გავხარ ყველას,
შენ ხარ დიადი და ერთადერთი,
ამ ცხოვრებში იპოვე კუთხე,
ამ ცხოვრებაში ჰპოვე ადგილი.

მე სულ ვერ ვიქნები, ოდესმე წავალ,
და გავუყვები ვარდისფერ ღრუბლებს,
მაინც ვიცოცხლებ მე შენს ფიქრებში,
რისი თქმაც მინდა ამას მიხვდები.

. . .



ისევ დაიწყეს ჭადრებმა ჩურჩული,
ისევ აღელდნენ ლურჯი ტალღები,
ისმის შორიდან ზვირთების თარეში
მე ისევ ვზივარ მარტო ღამეში.

გული კი ისევ ყვებოდა რიტმას,
მოგონებებიც მოჰქონდა წვიმას
ტალღების ხმაურში მელანდებოდი
მე ისევ მარტოდ გელოდებოდი.

სანაპიროსთან ღამე წვებოდა,
მოგონებებსაც თეთრად ათოვდა,
ფერმკრტალი შუქი შენს სახეს ჰგავდა,
რაღაც უსასრულო შორს მაინც ჩანდა.

. . .


როცა მთვარე ამოვა ცაზე,
და როცა კარი შეგიპყრობს სულით
როცა ვარსკვლავიც აღარ იქნება
არც მე ვიქნები, ინანებ გულით.

მაშინ წამოვა ცრემლების წვიმა,
და მარტოობაც ქუჩებს დნამავს,
დავრჩები მარტო, ინანებ წუთებს,
მე კი ღამეში გავყვები ქუჩებს.
წავალ, ბოლოჯერ გავყვები მთვარეს,
ის გამინათებს ცხოვრების ბილიკს,
შენ მაინც იფიქრებ რა იყო გუშინ,
ვერ დაივიწყებ ამ გულის ტკივილს.

გულიც აძგერდა, დროც კი გაჩერდება,
წამები თითქოს სადღაც გაილევა,
უჩემოდ მალე გავა ცხოვრებაც,
მაგრამ ის არასდროს განმეორდება.

იანვრის თოვლი



იანვარს თოვდა, და ისევ თოვდა
ლამაზად ათოვდათ სიონს და ქუჩებს,
ათოვდათ ძეგლებს, ათოვდა ვაჟას,
და გულიც თითქოს ამ წარსულს გავდა.

გზა იყო ფართო და უსასრულო
და მიჰყვებოდა მას  ერთი მოხუცი
მას აწუხებდა დარდი რაოდენ
ეს იყო გზა სასაფლაოსკენ.

იყო ზამთრის პირველი ღამე,
იყო დარდი და მწუხარებაც
სასაფლაოსკენ გზას შუქი ჰქონდა,
და მაინც ჩუმად და ნაზად თოვდა.

მოხუცი მდუმარედ გზას მიჰყვებოდა,
იჯდა სატრფოს წინ მუხლდაჩოქილი,
მოხუცის ცრემლი მის საფლავს ამკობდა,
საფლავს და მოხუვს კი თეთრად ათოვდათ.

ფერიცვალება


დღეს დაიფარა ზეცა ღრუბლებით
დღეს იყო ჩემი ფერიცვალება
ვხედავდი ჩუმად როგორ უსმენდი                                                                                
გაყინულ გულით სულის წვალებას.
ჩემი ცხოვრება თურმე ბრძოლაა                     
ბრძოლა გულსა და გონებას შორის
ჩემი ფიქრები გულის მონაა
ტკივილით სავსე სულში რომ მოქრის.
დღეს თუ გავიძლებ ცხოვრების დასჯას
დღეს თუ ავიტან განკითხვას  ბედის,
მე ისევ შევძლებ ბილიკზე გავლას
ბილიკზე რომელიც ყველაფერს შეცვლის.
დღეს დაიფარა ზეცა ღრუბლებით
დღეს იწყეს რეკა თურმე ზარებმა,
კიდევ ბევრი რამ მრჩება უთქმელი
უბრალოდ იყო ფერიცვალება...
                                                                                              /ხატია წიკლაური/

. . .



კვლავაც კიოდა ქუჩაში ქარი
და სიმარტოვის ფიქრები ძრწოდა
კიბეზე იჯდა მდუმარედ ბავშვი
და ჩუმ ოცნებებს ეფერებოდა.
მას ჰქონდა გული ტკივილით სავსე
მოგონებებიც დიდხანს ათოვდა
გულში იკლავდა,არას ამბობდა.
მერე რა რომ ის იყო ბავშვი
ისიც ყველაფერს ნათლად ხედავდა
მასაც სხვასავით სტკიოდა გული
თუმცა ტირილსაც ვეღარ ბედავდა.
კვლავ გაჰკიოდა ბოროტი ქარი
მოგონებების გლოვა ისმოდა
ის იყო ბავშვი,უბრალო ბავშვი
რომელსაც ქვეყნად არვინ იცნობდა.
                                                                                              /ხატია წიკლაური/
Related Posts with Thumbnails