ისევ დაიწყეს ჭადრებმა ჩურჩული,
ისევ აღელდნენ ლურჯი ტალღები,
ისმის შორიდან ზვირთების თარეში
მე ისევ ვზივარ მარტო ღამეში.
გული კი ისევ ყვებოდა რიტმას,
მოგონებებიც მოჰქონდა წვიმას
ტალღების ხმაურში მელანდებოდი
მე ისევ მარტოდ გელოდებოდი.
სანაპიროსთან ღამე წვებოდა,
მოგონებებსაც თეთრად ათოვდა,
ფერმკრტალი შუქი შენს სახეს ჰგავდა,
რაღაც უსასრულო შორს მაინც ჩანდა.
მახსოვს ვიჯექით მთვარიან ღამეს,
ვუსმენდიტ ტალრების მშვენიერ ხმაურს,
მე შენს თვალებში ვხედავდი სითბოს,
და შენც გინდოდა ჩემს გვერდიტ თითქოს.
თვალებზე ცრემლი მიკრტოდა სხეულს,
შენს გულისხმას ვყვებოდი ნაზად,
ნეტავ სად გაქრა ეს სიყვარული
ალბატ ყველაფერთან, ტალღებთან დარჩა.
იქ სადაც დაიწყო გულის ძახილი,
იქ სადაც დღეებს სხვა ფასი ჰქონდა,
მე ისევ მიყვარდი, ისევ გეძებდი
სანაპიროსთან კვლავ მაინც თოვდა.
და ის რაც უწინ წლებმა გათელეს,
მე დიდი გრძნობით ვიხსენებ დღესაც,
ტალღებთან ისევ მუსიკა ისმოდა,
ეს იყო ძველად სანაპიროსთან.
/მირანდა გოგნაძე/
0 კომენტარები:
Post a Comment