Tuesday, March 2, 2010

. . .

 თუ გულმა გულის ხმა ვერარ გაიგო,
თუ შენი სიტყვა მე არარ მესმის,
შენ არ იფიქრო რომ დარჩი მარტო,
აღარ იტირო შენ ეს არ გშვენის.

გახსოვდეს შენ, რომ არ გავხარ ყველას,
შენ ხარ დიადი და ერთადერთი,
ამ ცხოვრებში იპოვე კუთხე,
ამ ცხოვრებაში ჰპოვე ადგილი.

მე სულ ვერ ვიქნები, ოდესმე წავალ,
და გავუყვები ვარდისფერ ღრუბლებს,
მაინც ვიცოცხლებ მე შენს ფიქრებში,
რისი თქმაც მინდა ამას მიხვდები.


ოდესმე წავალ, მარადიული,
ამ ქვეყანაზე როდი რამეა,
შენ არ გეგონოს რომ მიგატოვებ
ჩვენი საერთო ცივი მთვარეა.

როცა დრო გავა როცა მინატრებ,
როცა გულები ორად გატყდება
როცა ცრემლები გულს დამისველებს,
დამსხვრეული გზაც მაშინ მთელდება.

როცა მიხვდები ვირაც გჭირდება,
მზერას მიაპყრობ გაყინულ მთვარეს,
მე მოვალ შენთან მოვყვები ღრუბელს,
შენს მოლოდინში გავათევ ღამეს.

როცა დაღამდება როცა დაიძინებ,
თუ შენს გუნებაში ჩემზე ფიქრს დაიწყებ,
როცა ეს მუსიკა გაგონებს მოცარტს,
შენთან სიზმრებში მე ჩუმად მოვალ .
                                                                                              /მირანდა გოგნაძე/

0 კომენტარები:

Related Posts with Thumbnails