ქარმაც დაქროლა ეს ლოდინი დარჩა ლოდინად,
გაყინულ გულში სანთლით დადის ჩუმი ნიავი,
უიღბლო სიტყვები თავის წუხილს დასდევენ დარდად,
შენი სიტყვების მე გულუბრყვილო ბავშვივით მწამდა.
მე შენ გეტრფოდი შენ იყავი ჩემი ძღვის სივრცე,
შენი წუხილი მაფიქრებდა ამ ცხოვრებაზე,
ვერ ვხსნიდი რატომ რას ხარობდი ყყველაზე მეტად,
ჩენს მეგობრებში შენი სახე მე მყავდა კერპად.
შენ დაგეძებდი, შენ გეძებდი მე ყველა ქალში,
შენი ფიქრებით მსურდა მეფიქრა ოცნების ქარში,
შენი სიტყვები დაჰქროდა დროში როგორც მზის სხივი,
მე ეხლაც მახსოვს ამის კითხვის დროს როგორც მიღიმი.
და იდუმალი შენი მზერა მიკრთოდა სხეულს,
და შენ იყავი ჩემი ფიქრების კვლავ დიდი ყუთი,
მე ჩემს სიზმრებში შენ გეძებდი მე ყველა ქალში,
ჩვენ ისევ ორნი მივდიოდით ოცნების ქარში.
ოცნება რაა? არ შემეკითხო ვერ გაგცემ პასუხს,
ჩემი ცხოვრება ოცნებაა, ოცნების გარდა,
ჩვენ ორნი ერთად გადავლახავთ ცხოვრების წუხილს,
ცხოვრება დარდის გარდა კიდევ რარაცას ხომ მაინც გვჩუქნის.
ეს საცუქარი ჩემთვის შენა ხარ ყველაზე კარგი,
შენი იმედი მამყოფებდა და ღმერთის მადლი,
რადგან ყოველთვის ყოველ წუთას მე ისევ გნატრობ,
მე შენ არასდროს მიგატოვებ, არასდროს დაგთმობ.
გავიდა წლები, საფიქრალიც ჩვენ მოგვემატა,
დროს ვერ ვაჩერებ, გუშინდელი წარსულს ბარდება,
მაგრამ გჯეროდეს მე დაგეძებდი შენ ყველა ქალში,
და ორნი ისევ მივდიოდით ოცნების ქარში.
/მირანდა გოგნაძე/
0 კომენტარები:
Post a Comment