Showing posts with label ხატია წიკლაური. Show all posts
Showing posts with label ხატია წიკლაური. Show all posts

Tuesday, March 2, 2010

ფერიცვალება


დღეს დაიფარა ზეცა ღრუბლებით
დღეს იყო ჩემი ფერიცვალება
ვხედავდი ჩუმად როგორ უსმენდი                                                                                
გაყინულ გულით სულის წვალებას.
ჩემი ცხოვრება თურმე ბრძოლაა                     
ბრძოლა გულსა და გონებას შორის
ჩემი ფიქრები გულის მონაა
ტკივილით სავსე სულში რომ მოქრის.
დღეს თუ გავიძლებ ცხოვრების დასჯას
დღეს თუ ავიტან განკითხვას  ბედის,
მე ისევ შევძლებ ბილიკზე გავლას
ბილიკზე რომელიც ყველაფერს შეცვლის.
დღეს დაიფარა ზეცა ღრუბლებით
დღეს იწყეს რეკა თურმე ზარებმა,
კიდევ ბევრი რამ მრჩება უთქმელი
უბრალოდ იყო ფერიცვალება...
                                                                                              /ხატია წიკლაური/

. . .



კვლავაც კიოდა ქუჩაში ქარი
და სიმარტოვის ფიქრები ძრწოდა
კიბეზე იჯდა მდუმარედ ბავშვი
და ჩუმ ოცნებებს ეფერებოდა.
მას ჰქონდა გული ტკივილით სავსე
მოგონებებიც დიდხანს ათოვდა
გულში იკლავდა,არას ამბობდა.
მერე რა რომ ის იყო ბავშვი
ისიც ყველაფერს ნათლად ხედავდა
მასაც სხვასავით სტკიოდა გული
თუმცა ტირილსაც ვეღარ ბედავდა.
კვლავ გაჰკიოდა ბოროტი ქარი
მოგონებების გლოვა ისმოდა
ის იყო ბავშვი,უბრალო ბავშვი
რომელსაც ქვეყნად არვინ იცნობდა.
                                                                                              /ხატია წიკლაური/

. . .



როდესაც ღამე ხატავდა სევდას
სულში მღეროდნენ ჩემი ფიქრები
მხოლოდ ორ სიტყვას იმეორებდნენ
აღარ უყვარხარ,აღარ სჭირდები.
ოცნება ნაზად ავლებდა ხაზებს
თითქოს დახატულ სიყვარულს შლიდა
მე დავყვებოდი ტკივილით ლანდებს
მაშინ როდესაც ძალიან წვიმდა.
მაშინ როდესაც ძალიან წვიმდა
მაშინ როდესაც ზეცას სციოდა
მესმოდა გულში ჩურჩული ფიქრის
მესმოდა სული როგორ ტიროდა.
წვიმა კი ისევ ნამავდა ღამეს
მე ვეძებდი მდუმარე თვალებს
ჩუმად დავდევდი ოცნების ლანდებს
რომ არასოდეს არ დამეკარგე.
                                                                                              /ხატია წიკლაური/

წარსულის წვიმა



ხედავ ისევ წვიმს უჩვენოდ გარეთ
წვიმის წვეთებმა დანამეს მიწა
ჩვენ თუ გავივლით ნაწვიმარ გზაზე
ვიღაც ვარსკვლავებს დაგვაფენს ციდან.
და მე მოგიტან ვარდისფერ სხივებს
ცივი ხელებით დაგიკრეფ იებს, 
გაჩუქებ გულით მოქარგულ ფიქრებს
უსაზგვრო სიტყვებს და კამელიებს.
წარსულის თოვლი დაგათოვს თმაში                
ისევ იქნება უიღბლო წვიმაც                
შორს მოგონებებს გავყვებით ქარში                                        
და ალბათ წამებს დაგვითვლის ვიღაც.   
                                                                                              /ხატია წიკლაური/   

. . .



ცივ ცრემლებს დაღვრის ნოემბრის წვიმა                        
სიო შეაკრთობს ცეცხლისფერ ქუჩას   
ქარი მოუტანს გაყინულ ფიქრებს  
ჭაობის პირას სევდიან მუხას     
მე ახლა მესმის ტალღების ღელვა          
ფოთლები ცეკვავს ცეცხლისფერ ზღვაში  
ხმას ამოიღბს ბოროტი ქარი  
გაფანტავს ფოთლებს უაზროდ ცაში           
და მეც გავყვები ნაჩუქარ ფიქრებს           
ფოთლები ყვითელ ოცნებებს გავდნენ           
მე მეშინია მარტოკას ცაში     
ფიქრები შენზე ოცნებად დარჩნენ.
                                                                                              /ხატია წიკლაური/
Related Posts with Thumbnails