Tuesday, March 2, 2010

. . .



როდესაც ღამე ხატავდა სევდას
სულში მღეროდნენ ჩემი ფიქრები
მხოლოდ ორ სიტყვას იმეორებდნენ
აღარ უყვარხარ,აღარ სჭირდები.
ოცნება ნაზად ავლებდა ხაზებს
თითქოს დახატულ სიყვარულს შლიდა
მე დავყვებოდი ტკივილით ლანდებს
მაშინ როდესაც ძალიან წვიმდა.
მაშინ როდესაც ძალიან წვიმდა
მაშინ როდესაც ზეცას სციოდა
მესმოდა გულში ჩურჩული ფიქრის
მესმოდა სული როგორ ტიროდა.
წვიმა კი ისევ ნამავდა ღამეს
მე ვეძებდი მდუმარე თვალებს
ჩუმად დავდევდი ოცნების ლანდებს
რომ არასოდეს არ დამეკარგე.
                                                                                              /ხატია წიკლაური/

0 კომენტარები:

Related Posts with Thumbnails