Tuesday, March 2, 2010

. . .


როცა მთვარე ამოვა ცაზე,
და როცა კარი შეგიპყრობს სულით
როცა ვარსკვლავიც აღარ იქნება
არც მე ვიქნები, ინანებ გულით.

მაშინ წამოვა ცრემლების წვიმა,
და მარტოობაც ქუჩებს დნამავს,
დავრჩები მარტო, ინანებ წუთებს,
მე კი ღამეში გავყვები ქუჩებს.
წავალ, ბოლოჯერ გავყვები მთვარეს,
ის გამინათებს ცხოვრების ბილიკს,
შენ მაინც იფიქრებ რა იყო გუშინ,
ვერ დაივიწყებ ამ გულის ტკივილს.

გულიც აძგერდა, დროც კი გაჩერდება,
წამები თითქოს სადღაც გაილევა,
უჩემოდ მალე გავა ცხოვრებაც,
მაგრამ ის არასდროს განმეორდება.


და როცა წვიმა წამოვა თითქოს,
და როცა ტკივილს იგრძნობ თავიდან,
როცა დაგტოვებს ბოლოჯერ ფიქრიც,
მაშინ ინანებ, ეს გრძნობა ვიცი.

სინანულის დროც მალე მოვა,
და მაშინ მიხვდები რას ნიშნავს თრთოლვა,
მიხვდები ძლიერ დაგჩაგრეს წლებმა,
მე დაგივიწყებ! შენ მაიც ვერა.

წლები კი გავა და ჩემზე ფიქრი
არ მოგასვენებს, დაგიფრთხობს ძილსაც,
თუმცა იცოდე ეს სიყვარული,
არის ის რაც შემომრჩა წმინდა.

და მაინც ვიქნებით ორნი მარტონი,
და გავუყვებიტ ჩვენს ფიქრებს შორით,
მაშინ გაიგებ სიტყვას მჭირდები,
როცა ქარი დაქრილებს ქროლვით.
                                                                                              /მირანდა გოგნაძე/

0 კომენტარები:

Related Posts with Thumbnails