Tuesday, March 2, 2010

იანვრის თოვლი



იანვარს თოვდა, და ისევ თოვდა
ლამაზად ათოვდათ სიონს და ქუჩებს,
ათოვდათ ძეგლებს, ათოვდა ვაჟას,
და გულიც თითქოს ამ წარსულს გავდა.

გზა იყო ფართო და უსასრულო
და მიჰყვებოდა მას  ერთი მოხუცი
მას აწუხებდა დარდი რაოდენ
ეს იყო გზა სასაფლაოსკენ.

იყო ზამთრის პირველი ღამე,
იყო დარდი და მწუხარებაც
სასაფლაოსკენ გზას შუქი ჰქონდა,
და მაინც ჩუმად და ნაზად თოვდა.

მოხუცი მდუმარედ გზას მიჰყვებოდა,
იჯდა სატრფოს წინ მუხლდაჩოქილი,
მოხუცის ცრემლი მის საფლავს ამკობდა,
საფლავს და მოხუვს კი თეთრად ათოვდათ.


და ისევ ტოვდა მოხუცი საფლავს,
არ შორდებოდა თან იყო მარტო
სატრფოს საფლავთან ხარობდა იები,
ხარობდა მოხუცის კამელიები.

დრო დროს მისდევდა, დრო გადიოდა,
ყვაოდა ბუჩქი, ხარობდა ყველა,
და მაინც ახსოვდათ რა იყო გუშინ
ახსოვდათ სიტყვა ერთი მოხუცის.

იანვრის რამეს როცა ვარსკვლავი
ამოვა ცემი სატრფოს საფლავზე,
ის მოვა ცემთან, წამიყვანს დროში
ეს მალე იქნება იანვრის თოვლში.

და როცა იანვრის ღამე დგებოდა,
და გადაუღებლად თოვდა და თოვდა,
სასაფლაოსთან სდუმდნენ წამები
და დაეხუჭა მოხუცს თვალები.

ეს მოხდა ძველად როცა უყვარდათ,
როცა გრძნობები რჩებოდა მარად,
ეს იყო ქარში, თუ ეს იყო დროში,
წვიმაში ანდა იანვრის თოვლში.

და როცა დგება იანვრის ღამე,
იხსენებს მოხუცს ყველა რაოდენ,
ყველა ამბობდა მას ჰქონდა ერთი
ერთი გზა ისიც სასაფლაოსკენ.

თან მიჰყვებოდა იგი ვარსკვლავებს
და მაინც შეუჩერებლივ თოვდა,
სასაფლაოსკენ ეს იყო უწინ
გზას მიჰყვებოდა ერთი მოხუცი.
                                                                                              /მირანდა გოგნაძე/

0 კომენტარები:

Related Posts with Thumbnails