Tuesday, March 2, 2010

აგურისფერ სასახლეში


მდუმარე ტბასთან შავად შემოსილი ღამურები ვალს ცეკვავდნენ...

ჯადოქრები ღრუბლებიდან იყურებოდნენ, თვალდახუჭული ციკლოპებიც ცოცხებით ხელში ქვაფენილს ასუფთავებდნენ...

მინდორი განათებული გოგრებით იყო მორთული...

ფარდულებში ფრთები უკვე გასაყიდად იყო გამზადებული, ნიღბებიც აქვე იყიდებოდა...

აგურისფერ სასახლეში ჯეკი როიალთან იჯდა და უკრავდა მეწამული კარამელის მელოდიას...

წრუწუნები მონეტებით თამაშობდნენ...

დედოფალი მოჩუქურთმებულ დრაკონის ტყავის სავარძელზე იჯდა და გველის თვალებიდან იისფერ სხივებს ისვრიდა.

დაღამდა და ჯეკს ვოლანდიც ეწვია, შავ პაკეტში შეფუთული კანფეტები მიუტანა საჩუქრად, ჯეკმა სასახლეში შეიპატიჟა და გოგრის ნაყენი შესთავაზა...

ვოლანდი მდივანზე ჩამოჯდა, კვერთხი კედელზე მიაყუდა და გოგრის ნაყენი კატასტროფული სისწრაფით დალია.

დედოფალი კიბეებზე ჩამოსრიალდა და ხმამაღლა დაისისინა...

ჯეკმა სასახლის ჭიშკარი გააღო...

ვოლანდი და დედოფალი ვიწრო ქუჩაზე სასეირნოდ გავიდნენ, იქვე მდგომ ბავშვებს კალათაში ტკბილეული ჩაუყარეს და ცინიკური ღიმილით მიეალერსნენ, შემდეგ მიუახლოვდნენ ტბას სადაც ღამურები ვალსს ცეკვავდნენ, დედოფალი ტბაში შესრიალდა და გაუყვა ბილიკს, რომელიც ჰელოუინის ქალაქისაკენ მიდიოდა.
                                                                                              
                                                        /გიორგი ოდიშვილი/

0 კომენტარები:

Related Posts with Thumbnails