Tuesday, March 2, 2010
დედამიწა ჩვენი სახლია
მკითხველო! ზოგადად ვიცით რა არის თბილი სახლი...
ადგილი, რომელიც მელანქოლიური სითბოთია სავსე, ამიტომ შეგახსენებთ, რომ დედამიწა ბრუნავს, მას კი ბრუნვისთვის ძალა სჭირდება, ამისთვის საჭიროა დავახმაროთ ჩვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია, მაგრამ ეს ხომ უბრალო სიტყვებით თამაშია და მეტი არაფერი, ამიტომაც მინდა, რომ კვალდაკვალ მომყვე და გულდასმით უსმინო მბოდავის და უბრალო მჯღაპნელის ჩახლართულ სიტყვებს, რომლებიც ფერადი წერტილებით სავსე სალვადორ დალის ტილოს წააგავს, ძალიან მინდა დადაისთა სასაფლაოზე გესაუბროთ, მაგრამ რას ვიზავ, მე დედამიწა მსოფლიო ფანტასტიკის და ჩვენი (პარანორმალთა) სახლად უნდა ვაქციო...
აქამდე რაც ვილაპარაკე, მოდით ამას შესავალი ან პატარა ლირიული გადახვევა ვუწოდოთ.
ეხლა კი მინდა დედამიწასთან მივიდე და ჩაგახედოთ მის რეალურ სამყაროში, იმიტომ რომ, შეიძლება თქვენ მხოლოდ მის გარსს იცნობთ.
რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკო ადამიანთა მოდგმა და მათი სამყარო, დედამიწა მაინც ჩვენი სახლია.
კატეგორიები
გიორგი ოდიშვილი,
მოთხრობები
სახლი ფერადი ოცნებებით
ერთ მიყრუებულ ადგილას იდგა ერთი პატარა სახლი,რომელიც ჩემს ოცნებებს ეკუთვნოდა,ისინი ლამაზ და ჭრელ ძაფებს გავდნენ,რომელნიც ამ პატარა სახლში დანავარდობდნენ,როგორც ღრუბლები ცისფერ ცაზე.მათ თავისი სამყარო ჰქონდათ შექმნილი,სანამ არ გამოჩნდებოდა რეალობა და არ დაანგრევდა ოცნებებს.რეალობის გამოჩენისას ჩემი ოცნებები დაიმალნენ და რეალობამ მიისაკუთრა სახლი,რომელიც ჭრელ ოცნებებს ეკუთვნოდა,რეალობამ დამისვა ათასი კითხვა:
ოდესმე გოგრძვნია თავი დაკარგულათ?
ოდესმე გიგრძვნია თითქოს გაქრობა დაიწყე და მალე გამჭირვალე გახდები?
ოდესმე გიგრძვნია თითქოს ერთადერთი ვისაც შენი ესმის შენ ხარ?
ოდესმე გიგრძვნია თითქოს სახე დაკარგე?
ოდესმე გიგრძვნია თითქოს ყველა ვისიც გჯეროდა აღარ არიან ისინი ვისიც უნდა გჯეროდეს?
ოდესმე გიგრძვნია, რომ არ იცი სად არის შენი ადგილი?
ოდესმე გიგრძვნია,რომ სიკვდილი აღარაა შენთვის ისეთი საშინელი კოშმარი როგორხ ადრე თვლიდი?
ოდესმე აღმოგიჩენია შენი თავი უცხო სამყაროში?
ამ კითხვების დასმის შემდეგ ჩამოვარდა მეტეორიტი და დაეცა ამ პატარა სახლს,გაანადგურა თითოეული ფერადი ოცნება.მორჩა აღარ აქვს სიცოცხლეს აზრი,აღარ მწამს იმის რისიც მწამდა,მე ვარ უსახო ადამიანი,რომელიც მოჩვენებასავით დადის ამ ქვეყანაზე და არავინ დარდობობს მასზე.
/გიორგი ოდიშვილი/
კატეგორიები
გიორგი ოდიშვილი,
მოთხრობები
კლოუნი ტოროლა (მოგონება და მომავალი)
აჭრელებულ აივანზე დაბინავებულიყო კლოუნი ტოროლა, მარიონეტების ქუჩაზე კრიტიკოსებმა შეაწუხეს და იმიტომ მოიქცა ასე... სიმაღლის კი ეშინოდა, მაგრამ რა ექნა, ოცნებებს ხომ არ გადამალავდა, რამოდენიმე ოცნება ისედაც ყვავებმა გაიტაცეს, შოკოლადის ბილიკებიც ჩაუხერგეს...
კლოუნი ტოროლა შფოთავდა აღარ სჯეროდა, რომ ოდესმე გაფრენას შეძლებდა და რამის სუიციდი შეეყარა...
მთელი დღე ნარინჯისფერი ლენტებით მორთულ აივნის კიდეზე იჯდა და იქვე ჩამოკიდებულ კატას ეფერებოდა...
ფიქრობდა იმ ეპიკურ პოემაზე, რომლის სიმფონიურ ნაწილებსაც ბავშვობიდან აგროვებდა...
უცებ გაწვიმდა, ტოროლამ თავისი ჩანთა მოჩხრიკა და წითელი ქოლგა ამოიღო, გაშალა და აივნიდან გადახტა...
იგი მიწაზე დაცემის ნაცვლად სალათისფერ ღრუბლებში აიჭრა და იგრძნო, რომ მარიონეტებს თოკები გადაუჭრა...
კლოუნი ტოროლა მიხვდა, რომ თავისუფალია და დრო იყო შავი ცრემლებით მოხატული ნიღაბი მოეხსნა...
/გიორგი ოდიშვილი/
კატეგორიები
გიორგი ოდიშვილი,
მოთხრობები
ნაცრისფერი თოლია
ნისლი იყო და ვერ დავინახე ვინ მიქნევდა ხელს, ალბათ ნაცრისფერი თოლია.ვერ გავიგე რატომ არ მომიახლოვდა, ის ხომ დამეხმარა გული შოკოლადის ფირფიტებათ გადამექცია...
ჩავიკეცე მაყვლის ბუჩქთან და გავდევნე ეს ფიქრები ჩემი თავიდან, არ მინდოდა ნაცრიდფერ თოლიაზე ნაწყენი ვყოფილიყავი. მთელი ეს დრო მაყვლის ბუჩქთან გავატარე, იქნებ მოფრინდესთქო, მაგრამ იმედი გამიცრუა, მან მოელვარე მწვანე ვაშლი გამომიგზავნა და შემომითვალა რომ ის მალე გამოექცევა სამაელს და ისევ მოფრინდება ჩემთან...
თავი დამნაშავეთ ვიგრძენი, მივხვდი რომ სამაელმა იგი შოკოლადის გულის გამო დაატყვევა, ვწუხდი იმის გამო, რომ არ შემეძლო შემესხა ფერადი ფრთები და დამეხსნა სამაელისგან, მის ციხესიმაგრეს "შავი ანგელოზის" ორდენის წევრები იცავდნენ.
ამ ფიქრებში ჩაძირულმა უცებ დავინახე როგორ მოყავდა ჩემსკენ ნაცრისფერი თოლია ოქროსფერ ცხენზე ამხედრებულ ქალღმერთ "ნიკეს".
/გიორგი ოდიშვილი/
კატეგორიები
გიორგი ოდიშვილი,
მოთხრობები
იისფერი ავტობუსი
მივდივარ და მაგონდები.
ვდგავარ ნარინჯისფერ გზაზე და ვხედავ როგორ დაფრინავენ ადამიანები წითელი ქოლგებით...
უცებ შოკოლადის წვიმა წამოვიდა ციდან... მე კიდე უქოლგოთ ვდგავარ და ვერ მივდივარ ბუნაგში,სადაც ატმისფერი სითბო მელოდება...
გაჩერებაზე იისფერი ავტობუსი გაჩერდა, იქ პროზა და პოეზია ერწყმოდა ერთმანეთს... ყველა სკამი დაკავებული იყო... ერთ მხარეს კუბისტები იჯდნენ, მეორე მხარეს ბაროკოს მიმდევრები, ხოლო ოქროსფრად მოწიკწიკე განყოფილებაში დადაისტები მიმზერდნენ.
სალვადორ დალიმ ცერად გადმომხედა, აიღო ფუნჯი და თეთრი ფურცელი სულმთლად ააჭრელა, მხოლოდ ფურცლის ერთი ნაწილი გააფერადა შავათ... შემდეგ კი მითხრა: ეს შენი სამყაროა...
თავი დავუკარი და ნახატი გამოვართვი...
გაიღო ავტობუსის კარები და ჩამოვედი ფოსფორისფრად განათებულ ბუნაგთან...
შევედი ბუნაგში, ჩავწექი ლოგინში და სიზმარში აღმოვაჩინე, რომ თურმე მეძინა.
/გიორგი ოდიშვილი/
კატეგორიები
გიორგი ოდიშვილი,
მოთხრობები
კარამელის მზესუმზირები
როდესაც ოცნებებს შოკოლადის მინდორში პეპლების საჭერით დავდევდი, მაშინ აღმოვაჩინე კარამელის მზესუმზირები, რომლებიც თავისი ბრიალა თვალებით მზეს ელამუნებოდნენ და სთხოვდნენ ცოტაოდენ მთვარის მელანქოლიას, იქვე მინდორში თეთრი შოკოლადის ნაკადული მოჩუხჩუხებდა, სადაც ფერად-ფერადი კანფეტები, მოციგურავე თევზებივით დასრიალებდნენ, ლამპიონებზეც შოკოლადის ჩიტები ჩამომსხდარიყვნენ, რომლებსაც მარწყვის გული და ატმის გრძნობები ჰქონდათ.
ჰაერში მოლივლივე, შოკოლადის ფირფიტებით აწყობილ აივანზე კი იჯდა ყინულის გოგონა, რომელსაც თვალებიდან მაყვლის ცრემლები ჩამოსდიოდა.
გაისმა ოქროს საათის წიკწიკა ხმა და გამომეღვიძა კიდეც...
/გიორგი ოდიშვილი/
კატეგორიები
გიორგი ოდიშვილი,
მოთხრობები
მასკარადი ჯოჯოხეთში
მოსაწვევი მომივიდა ჯოჯოხეთიდან...
თვით მეფისტოფელი მეპატიჟებოპდა და უარი ვერ ვუთხარი... იგი მასკარადს მართავდა და მიწვეული ყავდა ყველა მაგიური თუ არამაგიური არსებები... გობლინები, დემონები, სირინოზები, ვამპირები, მაქციები, ალქაჯები, დემენტორები, ცალრქიანი ციკლოპები, ჯადოქრები და ყველაზე საზარელნი... "ადამიანები". აქვე დანარნარებდნენ ანგელოზებიც, ვოლანდის უმშვენიერესი ასულიც აქვე ცეცხლოვან ტბასთან გალობდა, ღმერთიც მოწვეული იყო თავისი თეთრი ლაშქარით...
მეფისტოფელი სამეფო ტახტზე ამაყად იჯდა და გველის თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა...
ვოლანდი როიალს მიუჯდა და დაიწყო არაჩვეულებრიცი მუსიკის დაკვრა, დემონებმა ანგელოზები გაიწვიეს საცეკვაოდ, ცალრქიანმა ციკლოპებმა ვამპირები, მაქციებმა ალქაჯები, ხოლო ჯადოქრებმა ადამიანები... ალბათ ესენი არც წარმოგიდგენიათ ერთად ერთ მასკარადზე.
ღმერთის ვაჟმა ვოლანდის ასულს შოკოლადის პენტაგრამა უბოძა საჩუქრად, ანგელოზები დემონებს დაუახლოვდნენ... ასე შეერწყნენ თეთრნი და შავნი ერთმანეთს.
დარბაზში მუსიკა ბობოქრობდა და ამ არსებათა გულები ჰაერში ცეცხლის ენებივით სრიალებდნენ. ამ დროს მე ვიჯექი სისხლისფერ აივანზე და ვესაუბრებოდი ჯადოქარს, რომელმაც ფერადი ფრთები მაჩუქა...
/გიორგი ოდიშვილი/
კატეგორიები
გიორგი ოდიშვილი,
მოთხრობები
ბავშვობის ოცნებები
ბავშვობაში ერთ ფაფუკ ღრუბელზე ვიჯექი, საიდანაც ვხედავდი ჩემს ყველა ფერად ოცნებას.ვხედავდი თუ როგორ მიფრინავდა ცაში ფერადი ბუშტები,როგორ გალობდა ჩიტი ლამაზ ხეზე,რომლის ნაყოფსაც ოცნება ერქვა.ვხედავდი თუ როგორ აიჭრებოდა ფრანი ცაში და როგორ დაიწყებდა გუგუნს ვარდისფერი ოცნება.ეს ოცნებები გადაებმეოდნენ ერთმანეთს,შექმნიდნენ ფერად ჯაჭვს,უცებ თვალებში გადამფინებოდა ვარდისფერი ნისლი,რომელიც გზას მასწავლიდა სამყაროსაკენ,სადაც ფაფუკი ღრუბლები დანავარდობდნმენ.როდესაც ნისლი გაქრებოდა,გავახელდი თვალებს,დავინახავდი იმ დიდ ოცნებას,რომელსაც ასრულება არ უწერია.
დიდ ბილიკზე გამოჩნდებოდა შავი ფერის ფიგურა,ის მომკიდებდა ხელს,წამიყვანდა იმ სამყაროში სადაც წვიმიანი ქუჩა მელოდებოდა.
/გიორგი ოდიშვილი/
კატეგორიები
გიორგი ოდიშვილი,
მოთხრობები
თოვლი შავი ჩრდილით
ცხოვრება თოვლს გავს,რომლის გვერდებიც შავათაა შეფერადებული,მაგრამ მისი გარეკანი თეთრია,რადგან ის ემალება ხალხს,რომელთაც კრიტიკოსებს უწოდებენ,ემალება იმ ხალხს,რომელთა ფსიქიკა და შეხედულებები ენაში მდებარეობს და არა ტვინის უჯრედებში,ხოლო თოვლი შავი ჩრდილით არის ადამიანი,რომელსაც გააჩნია იმ ვარდისფერი გუგუნის განცდა,რომელიც ბევრ ალოგიკურ ადამიანს არ განუცდია,მე ვგულისხმობ ადამიანს,რომელსაც ყოველივე სიახლის ეშინია.
ამ გრძნობის დროს ადამიანი იკარგება შავ სივრცეში,სადაც ფერადი ოცნებები დანავარდობენ.
უცებ ნათდება ლამპიონები,რომელნიც გზას გინათებენ თეთრი უფსკრულისაკენ,ამ უფსკრულში ისმის მუსიკა,რომელიც ამ სივრცეში გიკავებს და ჩაგძახის სიტყვებს: "დედამიწა ბრუნავს".
/გიორგი ოდიშვილი/
კატეგორიები
გიორგი ოდიშვილი,
მოთხრობები
ფოვიზმი ანუ ფერთა სიმფო
როგორც ყველა ადამიანს მეც მაქვს ჩემი სამყარო,სადაც ათასობით ფაფუკი ღრუიბელი დანავარდობს,ხოლო ფაფუკ ღრუბლებზე ნებივრობენ ფერადი ოცნებები,ოცნებები რომელნიც დედამიწასავით ბრუნავენ და უკრავენ მუსიკას,რომელიც ვარდისფერ გუგუნს ქმნის,იმ გუგუნს რომელიც ამ სამყაროს იცავს განადგურებისაგან.
ეს სამყარო მხატვრის მიერ დახატულ კუბისტურ ტილოს გავს,სადაც ოცნებები ჭრელი გეომეტრიული ფიგურებითაა შექმნილი.
ამ სამყაროდან დაბრუნების შემდეგ აიღებ ფუნჯს და შექმნი ფერთა სიმფონიას.
/გიორგი ოდიშვილი/
კატეგორიები
გიორგი ოდიშვილი,
მოთხრობები