Tuesday, March 2, 2010

დედამიწა ჩვენი სახლია


მკითხველო! ზოგადად ვიცით რა არის თბილი სახლი...
ადგილი, რომელიც მელანქოლიური სითბოთია სავსე, ამიტომ შეგახსენებთ, რომ დედამიწა ბრუნავს, მას კი ბრუნვისთვის ძალა სჭირდება, ამისთვის საჭიროა დავახმაროთ ჩვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია, მაგრამ ეს ხომ უბრალო სიტყვებით თამაშია და მეტი არაფერი, ამიტომაც მინდა, რომ კვალდაკვალ მომყვე და გულდასმით უსმინო მბოდავის და უბრალო მჯღაპნელის ჩახლართულ სიტყვებს, რომლებიც ფერადი წერტილებით სავსე სალვადორ დალის ტილოს წააგავს, ძალიან მინდა დადაისთა სასაფლაოზე გესაუბროთ, მაგრამ რას ვიზავ, მე დედამიწა მსოფლიო ფანტასტიკის და ჩვენი (პარანორმალთა) სახლად უნდა ვაქციო...

აქამდე რაც ვილაპარაკე, მოდით ამას შესავალი ან პატარა ლირიული გადახვევა ვუწოდოთ.
ეხლა კი მინდა დედამიწასთან მივიდე და ჩაგახედოთ მის რეალურ სამყაროში, იმიტომ რომ, შეიძლება თქვენ მხოლოდ მის გარსს იცნობთ.
რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკო ადამიანთა მოდგმა და მათი სამყარო, დედამიწა მაინც ჩვენი სახლია.

არ მინდა ლამაზი სიტყვებით თავი მოგაბეზროთ, იმედია ფანტაზია გეყოფათ , ამ უბრალო, არაფრისმთქმელ სიტყვებში ჩასაწვდომად.
ზოგადად მე დედამიწა უზარმაზარ ჭად წარმომიდგენია, რომლის უფსკრულშიც ეშმაკი ბუდეობს, ხოლო ღრუბლებით მოჭედილ, უსასრულო ზედაპირზე კი ღმერთი. შიგნით კი ათასგვარი არსება სულდგმულობს, რომლებსაც გული ხან ცეცხლის ენებივით უცემთ, ხან კი ვარდისფერი გუგუნით აბობოქრებულ ბურთს მიუგავთ.
მოდით ჩვენს სახლში "მოზაიკურ დედამიწაში" მცხოვრები ერთ-ერთი ურთულესი და ორ ფეხზე მოსიარულე არსება განვიხილოთ, რომელიც თავის თავს ადამიანს უწოდებს და სხვა არსებების მბრძანებლად ირაცხავს თავს. ისინი ამპარტავნობენ და ყოყოჩობენ მათ თავში მოთავსებული, რაღაც განსაკუთრებულით, რასაც მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ გონება ჰქვია.
გაგეცინათ ხომ?! მაგრამ სასაცილო კი არა სატირელია...
ალბათ ამ სიტყვებს ჩემი ნაბოდვარის ყველაზე ცინიკურ და სულელურ ადგილად მიიჩნევთ, მართალიც იქნებით, იმიტომ რომ მემგონი ჩემს გზავს ავცდი.


ეხლა ძალიან მინდა დავხუჭო თვალები და წარმოვიდგინო რამდენი რამ ხდება დედამიწაზე, მაგრამ ჯერ მაქამდე თვლა ხომ არ ვიცი... გულს არ გაგითეხთ და მცირეოდენს მაინც ჩამოვთვლი.
მკითხველო! ეხლა დავსერიოზულდები და რეალურ ფაქტებზე დავიწყებ საუბარს.
მაგალითად მინდა მოგიყვანოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველზე წარმატებული პროექტი "ნიჭიერი".
წარმოგიდგენიათ, დედამიწაზე რამდენი ადამიანი დაიარება, კუსავით ნელი და ნიჭიერი ნაბიჯებით?
რამდენ ადამიანს შეუძლია მსოფლიოს აყვავება .... მაგრამ ეს ოდესმე მოხდება? თუ მოხდება, ალბათ ოცდამეერთე საუკუნეში მცხოვრები ხალხი ამას ვერ მოესწრება.
რაღაც პესიმიზმი შემოგვეპარა და არ მინდა დედამიწას შავ-თეთრი ფერებით შევხედოთ, ის ხომ მზესავით ჭრელი, მრავალფეროვანი და სასტიკია.
ალბათ ბევრჯერ გაგჩენიათ კითხვა, თუ რა არის სისასტიკე.
სისასტიკეს შეიძლება მივაწეროთ, ძალიან ბევრი რამ. მაგალითად ჩვენი ამ ქვეყნად მოვლენა.
გაგიკვირდათ? მაგრამ ეხლა დაგიმტკიცებთ, რომ ეს რეალობაა და არა დედამიწისეული სიზმარი.
ჩვენ დაბადებისთანავე ზურგზე ცოდვები დაგვაწვა და ასე ვაგრძელებთ დღემდე ცხოვრებას, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენი ცხოვრება პატარა მოთხრობაა, ხოლო სიკვდილი ისევე ალამაზებს მოთხრობების სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს.
მემგონი რაღაც ძალიან "არასაჩვენო" თემებს შევეხე, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ დედამიწაზე ხდება.
დარწმუნებული ვარ ჩემსავით, ყველა თქვენგანს გასჩენია კითხვა, თუ რისგან ან როგორ წარმოიშვა დედამიწა. არაა საჭირო ამას რელიგიური განხრით მივუდგეთ ან რეალური პასუხი გავცეთ, მხოლოდ ჩვენს ფანტაზიებს უნდა მოვუყაროთ ადგილი.
ყველაფერი არ დამიკონკრეტებია, მაგრამ ვთვლი, რომ მეტი ლაპარაკი აღარაა საჭირო, ამიტომ გეტყვით, რომ მე ორფეხა და ხელრხემალაცახცახებულ ადამიანს, რომელიც დედაბუნებამ უამრავი ნიჭით დამაჯილდოვა, ძალიან მიყვარს სლიპინა ქვაზე მბრუნავი ფერადი და მზესავით ჭრელი დედამიწა.

/გიორგი ოდიშვილი/

0 კომენტარები:

Related Posts with Thumbnails