აჭრელებულ აივანზე დაბინავებულიყო კლოუნი ტოროლა, მარიონეტების ქუჩაზე კრიტიკოსებმა შეაწუხეს და იმიტომ მოიქცა ასე... სიმაღლის კი ეშინოდა, მაგრამ რა ექნა, ოცნებებს ხომ არ გადამალავდა, რამოდენიმე ოცნება ისედაც ყვავებმა გაიტაცეს, შოკოლადის ბილიკებიც ჩაუხერგეს...
კლოუნი ტოროლა შფოთავდა აღარ სჯეროდა, რომ ოდესმე გაფრენას შეძლებდა და რამის სუიციდი შეეყარა...
მთელი დღე ნარინჯისფერი ლენტებით მორთულ აივნის კიდეზე იჯდა და იქვე ჩამოკიდებულ კატას ეფერებოდა...
ფიქრობდა იმ ეპიკურ პოემაზე, რომლის სიმფონიურ ნაწილებსაც ბავშვობიდან აგროვებდა...
უცებ გაწვიმდა, ტოროლამ თავისი ჩანთა მოჩხრიკა და წითელი ქოლგა ამოიღო, გაშალა და აივნიდან გადახტა...
იგი მიწაზე დაცემის ნაცვლად სალათისფერ ღრუბლებში აიჭრა და იგრძნო, რომ მარიონეტებს თოკები გადაუჭრა...
კლოუნი ტოროლა მიხვდა, რომ თავისუფალია და დრო იყო შავი ცრემლებით მოხატული ნიღაბი მოეხსნა...
/გიორგი ოდიშვილი/
0 კომენტარები:
Post a Comment