Tuesday, March 2, 2010

. . .



ცივ ცრემლებს დაღვრის ნოემბრის წვიმა                        
სიო შეაკრთობს ცეცხლისფერ ქუჩას   
ქარი მოუტანს გაყინულ ფიქრებს  
ჭაობის პირას სევდიან მუხას     
მე ახლა მესმის ტალღების ღელვა          
ფოთლები ცეკვავს ცეცხლისფერ ზღვაში  
ხმას ამოიღბს ბოროტი ქარი  
გაფანტავს ფოთლებს უაზროდ ცაში           
და მეც გავყვები ნაჩუქარ ფიქრებს           
ფოთლები ყვითელ ოცნებებს გავდნენ           
მე მეშინია მარტოკას ცაში     
ფიქრები შენზე ოცნებად დარჩნენ.
                                                                                              /ხატია წიკლაური/

CYBER GOTH (Cyber Goth კულტურა)


ძნელია ამ მიმდინარეობას სუბკულტურა უწოდო როცა მასში არანაირი იდეოლოგია არ დევს, ეს უფრო იმიჯია ვიდრე იდეა, მაგრამ მიუხედავად ამისა კიბერ მიმდინარეობა მაინც სუბკულტურის ტიტულს ატარებს.

ვინ არიან კიბერ გოთები?

მარტივად რომ ავხსნათ ფეტიშისტი, უცნაური, ალტერნატიული ქლაბერები, მაგრამ თუ გავართულებთ კიბერ გოთები 22 ან თუნდაც 23 საუკუნის ახალგაზრდები არიან, ანდროგენები, პოსტ აპოკალიპტური მუტანტები, მათი ცხოვრების სტილი მარტივია, ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ ვირტუალურ სამყაროში ხოლო დარჩენილ ნაწილს კი ინდუსტრიალ, გოთიკ ან დარქ ელექტრო კლუბებში.



ისტორია

სუბკულტურის ისტორია 90 იანი წლებიდან იწყება, თუმცა პირველი კიბერ გოთური ჯგუფი 97 წელს შეიქმნა „Goteki“ ამავე წლებში ჩამოყალიბდა კიდევ უფრო პოპულარული ჯგუფი „EverEve“ ოფიციალურად სუბკულტურის დაბადების წლებად 1997-1999 წლები ითვლება.

ამავე პერიოდში შეიქმნა რამდენიმე ჯგუფი რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს კიბერ მუსიკას ესენია- Nekromantic, Narcissus Pool, Katscan, Mechanical Cabaret.

STRAIGHT EDGE (Straight edge კულტურა)


თამამად შეიძლება ითქვას რომ ეს მოძრაობა ყველაზე უფრო დაპირისპირებულია მეინსტრიმთან და პოპ კულტურასთან, არა მათი ჩაცმულობისა თუ გარეგნობის გამო, არამედ იმ შინაარსის გამო რომელიც ამ სუბკულტურას გააჩნია, ალბათ ესაა იმის მიზეზი რომ ეს მოვლენა მხოლოდ განვითარებულ საზოგადოებაშია ფეხმოკიდებული, იქ სადაც ფასეულობების გადაფასება მოხდა და ახალგაზრდების გარკვეულმა ნაწილმა სხვანაირად გადაწყვიტა ცხოვრება.

წარმოშობა

წარმოიშვა ამერიკაში პანკ ჯგუფებს შორის, პანკების გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა ბინძური და ნიჰილისტი პანკის იმიჯზე და გადაწყვიტა გამხდარიყო ნამდვილად თავისუფალი და არა თავისუფალი სიფხიზლისგან, 80 იანი წლებიდან იწყება Straight edge სოფმეხდველობის ჩამოყალიბება, 90 იანებში კი ის ძალიან პოპულარული ხდება იმდროინდელ ახალგაზრდებში.

GOTHICA (gothic კულტურა)


გოთიკ სუბკულტურა

70 იანი წლების მიწურულს ინგლისში პანკის ეპოქა დასრულდა და მან აბსოლუტურად სხვა ფორმა მიიღო თავდაპირველად მას პოსტ პანკად მოიხსენიებდნენ და ამ პერიოდში გამოჩდნენ ისეთი ჯგუფები როგორიცაა Siouxsie & the Banshees, Bauhaus, Sex Gang Children, Joy Division, Southern Death Cult, Specimen და სხვა, სწორედ ამ ჯგუფებმა შექმნეს გოთიკ პოსტ პანკ მოძრაობა თუმცა სულ მალე გოთიკა საერთოდ გამოეყო პანკს და ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი მიმდინარეობა, პირველი გოთიკ როკ ჯგუფები იყვნენ Sisters of Mercy, Fields of the Nephilim, The Mission და სხვა.

მაშინდელი ანუ 70-80 იანი წლების გოთები ძალიან განსხვავდებოდნენ იმიჯით დღევანდელი გოთებისაგან, თუმცა დღესაც არიან გოთები რომლებიც ბაძავენ პროტო გოთებს და ცდილობენ ისეთივე იმიჯი ჰქონდეთ, განსაკუთრებით ეს იგრძნობა ეგრედ წოდებულ deathrock მიმდინარეობაში რომელიც პანკისა და გოთიკის ნაზავია და კარგად გამოხატავს იმდროინდელი გოთების სულისკვეთებას, სულისკვეთება კი ის იყო რომ პანკების გარკვეული ნაწილი შეეშვა უკიდურეს ნიჰილიზმს და მათ უფრო დეპრესიული და მელანქოლიური მიმართულებით წასვლა არჩიეს, თუმცა ისინი მაინც ძალიან გავდნენ პანკებს, მარტო ის რად ღირს რომ პანკური სლოგანი “Punks Not Dead” უცებ გარდაიქმნა “Goth’s Undead”, რეალურად ადრეულ გოთებს მოიხსენიებდნენ როგორც “dark punks” რადგან როგორც იმიჯი ასევე იდეოლოგია არც თუ ისე განსხვავდებოდა მაშინდელი პანკური იდეოლოგიისგან.

EMO


emo კულტურა
21 საუკუნის ახალგაზრდული მოძრაობა რომელიც თამამად შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ევროპასა თუ ამერიკაში, ემო კულტურა ძალიან განსხვავდება სხვა არსებული კონტრ კულტურებისგან, ძირითადად იმითი რომ ის ასაკობრივია, ემო ძირითადად თინეიჯერული მოძრაობაა, რა თქმა უნდა არსებობენ ემო ჯგუფები სადაც თინეიჯერობის ასაკიდან კარგახნის გამოსული მამაკეცბი უკრავენ მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ისინი ემოები არიან, ემო არამარტო გარეგნულ არამედ სოფმხედველურ ერთიანობასაც გულისხმობს.
იმიჯი:
ემოები თავის თავს ბავშვებად თვლიან, შესაბამისად ისინი გამოიყურებიან და იქცევიან ისე როგორც ბავშვები, მათი ჩაცმის სტილი ძალზედ კონტრასტულია, შავისა და ღია ძირითადად ვარდისფერი და იისფერი ფერის შეხამება, რომელიც იგრძნობა არა მარტო ჩაცმის სტილში არამედ მათ გარეგნობაშიც, ეს ორი ფერი არა მხოლოდ ვიზუალურ დატვირთვას ატარებს
შავი-დეპრესიულობის, ნაღველისა და მოწყენილობის სიმბოლოა.
ღია-პირიქით პოზიტივისა და ბედნიერების სიმბოლო.
ემოების ჩაცმულობაში ასევე შედის, ვიწრო შარვალი, ტანზე კარგად მომდგარი მაიკა რომელიც ხშირად შავ და ვარდისფერ ფერებშია, კეტები ასეთივე ფერებში.
აქსესუარებიდან ისინი ხშირად იყენებენ დიდ ღია სათვალეებს, საფოსტო ჩანთა, სხვადასხვა სათამაშოები და სხვა.
Related Posts with Thumbnails