ძნელია ამ მიმდინარეობას სუბკულტურა უწოდო როცა მასში არანაირი იდეოლოგია არ დევს, ეს უფრო იმიჯია ვიდრე იდეა, მაგრამ მიუხედავად ამისა კიბერ მიმდინარეობა მაინც სუბკულტურის ტიტულს ატარებს.
ვინ არიან კიბერ გოთები?
მარტივად რომ ავხსნათ ფეტიშისტი, უცნაური, ალტერნატიული ქლაბერები, მაგრამ თუ გავართულებთ კიბერ გოთები 22 ან თუნდაც 23 საუკუნის ახალგაზრდები არიან, ანდროგენები, პოსტ აპოკალიპტური მუტანტები, მათი ცხოვრების სტილი მარტივია, ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ ვირტუალურ სამყაროში ხოლო დარჩენილ ნაწილს კი ინდუსტრიალ, გოთიკ ან დარქ ელექტრო კლუბებში.
ისტორია
სუბკულტურის ისტორია 90 იანი წლებიდან იწყება, თუმცა პირველი კიბერ გოთური ჯგუფი 97 წელს შეიქმნა „Goteki“ ამავე წლებში ჩამოყალიბდა კიდევ უფრო პოპულარული ჯგუფი „EverEve“ ოფიციალურად სუბკულტურის დაბადების წლებად 1997-1999 წლები ითვლება.
ამავე პერიოდში შეიქმნა რამდენიმე ჯგუფი რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს კიბერ მუსიკას ესენია- Nekromantic, Narcissus Pool, Katscan, Mechanical Cabaret.
სუბკულტურის წარმოშობა მჭიდროდაა დაკავშირებული ორ ლიტერატურულ მიმდინარეობასთან ესენია „კიბერ-პანკ“ და „პოსტაპოკალიპსის“ სწორედ ამ მიმდინარეობაში დაიბადა კიბერ ადამიანის იმიჯი რომელიც შემდეგ კიბერ გოთებმა კარგად განახორციელეს რეალობაში.
მათი კავშირი გოთებთან მხოლოდ ჩამცმულობით შემოიფარგლება.
ესთეთიკა
ლიტერატურული მიმდინარეობიდან უყვართ კიბერ-პანკი.
მათი საყვარელი მუსიკალური ჟანრია- EBM, IDM, Industrial, Goth, future-pop, synthpop, Electronica, Experimental.
ფილმებიდან ფანტასტიკა და ფუტურისტული ნამუშევრები.
უპირატესობას ანიჭებენ ხაი-ტეკ ინტერიერს.
იყენებენ კომპიუტერულ სლენგს.
ცხოვრობენ კლუბური ცხოვრებით.
იმიჯი
ფეხსაცმელიმაღალყელიანი ტყავის ჩექმები, მაღარ პლატფორმაზე. შარვალი ასევე ტყავის ძირითადად შავი შესაძლოა წითელი ან თეთრი ზოლით სიგრძეზე, ასევე ატარებენ წითელ შარვალსაც, გოგოები ტყავის მოკლე კაბას როგორც შავს ასევე ზოლებიანს (თEთრი და შავი ან წითელი და შავი).
თმები კი სრული ავანგარდია, ძირითადად მყვირალა გამომწვევი ფერები, ხშირია დრედები ან ნაწილობრივი დრედები.
რაც მთავარია აქსესუარები ყველაზე დიდი როლს თამაშობს მათ გარეგნობაში, ისინი ატარებენ სამედიცინო პირბადეებს მხოლოდ მოდიფიცირებულს, თეთრი ტყავის წითელი ჯვრით ან შავი ტყავის თეთრი ჯვრით, ასევე სხვადასხვა სახის და ზომის აირწინაღებს, მფრინავის ან მრბოლელის სათვალეებს, სხვადსხვა ღილაკებს, მექანიკურ მოწყობილობებს, ჩიპებს, მიკროსქემებს და ა.შ.
/წყარო: www.rock.ge/
0 კომენტარები:
Post a Comment